ჩვენ ხშირად ვმალავთ, ჩვენს ემოციებს მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი ჩვენი ხასიათის სისუსტეს უსვამს ხაზს. მოდი გავიხსენოთ რამდენჯერ ვყოფილვართ გულჩვილები ფილმების ყურებისას, რამდენჯერ აგვტირებია კადრებზე, თუმცა ეს ჩვენი ხასიათის სისუსტე ნამდვილად არ არის კარგ წიგნსა და ფილმს ნამდვილად შეუძლია ცრემლები აღვრევინოს ადამიანს, როგორც გაირკვა ჩვენ სინამდვილეში დასამალი არაფერი გვაქვს.
თურმე ადამიანები, რომელიც ფილმების დროს ტირიან, განსაკუთრებულები არიან.მათ აქვთ ის, რაც ბევრ ადამიანს აკლია და არ გააჩნია: თანაგრძნობა, რომელიც ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რომელიც თავს ადამიანად გვაგრძნობინებს.
დამერწმუნეთ ბევრ ადამიანს ეს ყველაფერი არ შეუძლია მაგ: ნარცისისტები და სოციოპათები თანაგრძნობის გარეშე იბადებიან და ცხოვრებას ისე ატარებენ, რომ სხვა ადამიანის მდგომარეობაში შესვლა ნამდვილად არ შეუძლიათ, ამიტომაც აღარ დავმალოთ ცრემლები და აღარ შეგვრცხვეს.
რეალურად, სხვის, მით უფრო, უცნობი ადამიანის მდგომარეობაზე ღელვა მორალურ სიძლიერეს მოითხოვს. ცხოვრებისეული სიძნელეების გათავისება და სხვისი სადარდებელის გაზიარება ბევრს მეტყველებს თქვენს პიროვნებაზე.
ფილმის ყურების დროს, ცრემლები იმის გამოც შეიძლება წამოგივიდეს, რომ კარგი ფილმის წყალობით პერსონაჟების ადგილას წარმოვიდგენთ თავს და იმას განვიცდით, რასაც ისინი განიცდიან. ამას სტენდალის სინდრომი ეწოდება და ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების ნამუშევარმა ისე აგაღელვათ, რომ ფიზიკური და ემოციური სიმპტომები გაგიჩნდათ.
ხშირად პერსონაჟების მდგობარეობას ჩვენ თავთან ვაიგივებთ და სწორედ ეს იწვევს ემოციებს ჩვენში.
კომენტარები