გამოიყვანა რა 1990-იანი წლების ქაოსიდან და მსოფლიოს კვლავ აიძულა რუსეთისათვის ანგარიში გაეწია, ამით ვლადიმერ პუტინმა “XXI საუკუნის მეფის” სტატუსი დაიმკვიდრა, წერს The Economist.
თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ “პუტინი ატარებს მეფეთა სისუსტეებს” და რამდენადაც ის ძლიერია დღეს, “იმდენად გაუჭირდება ხელისუფლების გადაბარების პროცესი”, რამაც შეიძლება ქვეყანაში მასობრივი რეპრესიები და არეულობა გამოიწვიოს.
The Economist წერს, რომ “ამქვეყნად მუდმივი არაფერია” და ისტორიას აქვს “თავისი ტრაგიკული ირონია”, რაც დაამტკიცა კიდეც 100 წლის წინ განხორციელებულმა ბოლშევიკურმა რევოლუციამ.
“17 წელი გავიდა რაც პუტინი რუსეთის პრეზიდენტია და მისი ძალაუფლება რუსეთზე, როგორიც დღეს არის, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი” – წერს The Economist.
დასავლეთი, რომელიც “რუსეთს კვლავ პოსტსაბჭოურ სივრცეში განიხილავს”, ხშირად პუტინს “სტალინის შემდეგ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ლიდერად” მიიჩნევს.
მოსკოვში როგორც ლიბერალი რეფორმატორები, ასევე კონსერვატორები პუტინზე, როგორც “XXI საუკუნის მეფეზე”ისე საუბრობენ.
კომენტარები