NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველი სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

27 ოქტ 2017 ახალი ამბები, სამართალი 565 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველი სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს ამგვარი დასკვნა შეიძლება მასტიმულირებელი ეფექტის მქონე იყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის სწრაფი, ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების/ჩატარების ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის.

„2017 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულების: ბ.შ.-ს და კ.გ.-ს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის სასამართლოს მიერ სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევით განხილვასთან დაკავშირებით, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით, მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

მოსამართლემ ბ.შ.-ს და კ.გ.-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში არასარწმუნოდ მიიჩნია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიციელების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ და დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა აღნიშნული ფაქტი. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა არა ბ.შ.-ს და კ.გ.-ს მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტი, არამედ ხსენებული პირების ბრალდების საქმე.

არასათანადო მოპყრობის თაობაზე ბრალდებულთა განცხადების მოსამართლის მიერ არასარწმუნოდ შეფასება, მოცემულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების გარეშე და მტკიცებულებათა მოპოვების არარსებობის პირობებში, სერიოზული საფრთხის შემცველია არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. სასამართლოს ამგვარი დასკვნა შეიძლება მასტიმულირებელი ეფექტის მქონე იყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის სწრაფი, ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების/ჩატარების ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის. საერთო სასამართლოების მოცემული შემთხვევის მსგავსად განვითარება ეფექტიანი გამოძიების შემაფერხებელი დამატებითი უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორი აღმოჩნდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

განაჩენი სასამართლო საქართველოს სახალხ დამცველი სახალხო დამცველი 2017-10-27
Tags განაჩენი სასამართლო საქართველოს სახალხ დამცველი სახალხო დამცველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ბილეთების გაყიდვა იწყება

შემდეგი სტატია

დაივიწყეთ iPhone-ზე გატეხილი ეკრანი

მსგავსი სტატიები

როგორ ვითარდებოდა სერფინგი

როგორ ვითარდებოდა სერფინგი

22 იან 2018
ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ყველა დაისჯებით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც

ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ყველა დაისჯებით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც

05 თებ 2019

ფხენიანმა ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა

12 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge