სააპელაციო სასამართლო თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. „დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ კენჭისყრის სრულად გაბათილებას ითხოვს, რასაც თამაზ მეჭიაური არ ეთანხმება. საია-ში მიაჩნიათ, რომ კენჭისყრის შედეგების გაუქმებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„საამართლომ იმსჯელა ბათილი ბიულეტინების გადათვლის კანონიერებაზე და უშუალოდ ფაქტზე, 5 ბათილ ბიულეტინზე არ იმსჯელა. 5 ბათილი ბიულეტენის ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებს არც საოლქო-საარჩევნო კომისია და არც სასამართლო, შესაბამისად სახეზე გვაქვს 2 სხვადასხვა შედეგი და გაურკვეველი და ბუნდოვანია თუ რომელი შედეგი უნდა მივიღოთ ჩვენ სარწმუნოდ, იმისათვის, რომ დავადგინოთ, რომ ამომრჩეველთა ნება ნამდვილად იყო გამოხატული“,-განაცხადა „დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრიის“ წარმომადგენელმა მერი კაპანაძემ.
კომენტარები