„რუსთავი2“-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს. ჟურნალისტი კიევის აეროპორტშია და თბილისში დაბრუნებას ელოდება. გოგოტიშვილს უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევში ჩასვლის მიზეზის ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. „პოსტ სკრიპტუმის“ ჯგუფი უკრაინაში სიუჟეტის გადასაღებად მიემგზავრებოდა.
„უკვე რამდენიმე საათია გაჩერებული ვყავარ კიევის „ბორისპოლის“ აეროპორტში. რამდენიმე ათეული ადამიანი იყო ჩემთან ერთად გაჩერებული, მგრამ მათი ძირითადი ნაწილი შეუშვეს, მათ შორის ჩვენი ოპერატორიც უპრობლემოდ შეუშვეს უკრაინის ტერიტორიაზე. ოფიციალური საბაბი ის არის, რომ მაქვს ახალი, სექტემბრიდან ამოქმედებული პასპორტი, რომელშიც არ არის აღნიშნული უკრაინაში ყოფნის შესახებ, მკითხეს ვარ თუ არა უკრაინაში ნამყოფი, 10-15-ჯერ ვარ უკრაინაში ნამყოფი მაგრამ ეს ჩემს პასპორტში ასახული არ არის. გადამიღეს ფოტოები ანფასში და პროფილში, რაც მგონია, რომ ცუდი ნიშანია და დიდი შანსია, რომ დეპორტაციის ბეჭედი ჩამირტყან პასპორტში“,-განაცხადა გოგოტიშვილმა.
კომენტარები