„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი და დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსიდან მცხოვრებლების გამოსახლების ფორმა იყო შეცდომა. ამის შესახებ უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„რამდენჯერაც მიყურებია, ძალიან მძიმე კადრები იყო. ეს იყო თავიდან ბოლომდე უკანონოდ აშენებული, ბოლო 4 თუ 5 სართული იყო უკანონოდ აშენებული, პირდაპირ მერიის ყოფილი თანამშრომლების საკუთრებები იყო. ეს მძიმე გადაწყვეტილებები არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა კერძო, მერკანტილური საკითხებით ნაკარნახევი. დღეს იქ სასტუმოროა და არავის კერძო ინტერესი იქ არ ყოფილა“,-განაცხადა უგულავამ.
კომენტარები