ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება.
„ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს“ მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. „სამხრეთ ოსეთი“ არ არის აღიარებული გაეროს წევრი თითქმის არცერთი ქვეყნის მიერ. საქმე ეხება დე-ფაქტო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ თითქმის არცერთ სახელმწიფოში. ესპანეთი კიდევ ერთხელადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, – წერია განცხადებაში.
კომენტარები