NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ბანთან დაკავშირებული პრეტენზიები არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ხასიათის“

„ბანთან დაკავშირებული პრეტენზიები არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ხასიათის“

27 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 336 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცესკო ამომრჩეველთა სამაგიდო სიების კანონშეუსაბამო მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამი, რომ უბანთან დაკავშირებული პრეტენზიები ან გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ზარები არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ხასიათის, საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მიზნით და მას რეალური სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს ამომრჩეველთა სამაგიდო სიის საჯარო ვერსია და ის არ გაიცემა საჯარო წესით. სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების დღეს, დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის. შესაბამისად, ეს პროცესი არჩევნების დღეს ხელმისაწვდომი იყო როგორც დამკვირვებლებისთვის, ისე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის აკრედიტებული წარმომადგენლისთვის.

ამასთან, არჩევნების დღის შემდეგ, სამაგიდო სიები იმყოფება დალუქულ მდგომარეობაში და მასში არსებული ინფორმაციის დამუშავება და ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ კომისიისთვის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ბრიფინგზე გაჟღერებული მოთხოვნა საერთოდ აცდენილია კანონმდებლობას, თუმცაღა წესით, აღნიშნული რეგულაციები კარგად უნდა იყოს ცნობილი პოლიტიკური მხარეებისთვის.

ამდენად, საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტავთ, რომ ეს მოთხოვნა აბსოლუტურად შეუსაბამოა კანონთან და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა სამაგიდო სია საჯარო წესით არ გაიცემა.

რაც შეეხება ცაგერის # 21 საარჩევნო უბანს, ამ უბანზე არის სულ 35 ამომრჩეველი რეგისტრირებული (33 ერთიან და 2 სპეციალურ სიაში) და როგორც საუბნო შემაჯამებელი ოქმიდან ჩანს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა ამომრჩეველმა (4-ს არ მიუღია მონაწილეობა). ამ უბანზე კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ დამკვირვებლები და სუბიექტების წარმომადგენლები, უბანზე  არ დაფიქსირებულა არანაირი პრეტენზია და ცაგერის მთლიან ოლქში არ შესულა არანაირი საჩივარი. უფრო მეტიც, კომისიის ყველა – 13-ვე წევრის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნულ და ნაციონალური მოძრაობის ბლოკში შემავალი ქრისტიან-კონსერვატიული პარტიიდან დანიშნული წევრების ხელმოწერაც ახლავს შემაჯამებელ ოქმს და არ ფიქსირდება არანაირი განსხვავებული აზრი, რაც ცხადია კომისიის ყველა წევრის მიერ ადასტურებს პროცესის კანონშესაბამისობას.

შესაბამისად, ამ უბანთან დაკავშირებული პრეტენზიები ან გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ზარები არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ხასიათის, საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მიზნით და მას რეალური სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია“,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

განცხადება ცესკო 2017-10-27
Tags განცხადება ცესკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირინა შეიკი ოჯახთან ერთად მაიამის სანაპიროზე დააფიქსირეს

შემდეგი სტატია

“ე.ი ძალიან კარგი ქნა იმ კაცმაო, რომ პიდარასტების დროშა გაიკეთაო… “

მსგავსი სტატიები

ოქუაშვილი: ყველა მინისტრს აქვს და ჰქონდა თავისი ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია 200-300 ათას დოლარში

21 სექ 2018

მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება ხვალ დაიწყება

03 ოქტ 2017
შსს: საგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა

შსს: საგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა

13 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

    ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

  • შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

    შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge