საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურის გამოყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას დედაქალაქის არჩეული მერი გამოეხმაურა. კახი კალაძის განცხადებით, ჭორებზე პრეზიდენტის მხრიდან განცხადების გაკეთება არასწორია.
„მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან მე მგონია, რომ არასწორია, პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე, თუ რაიმე არის დარღვევა, გამოვიძიოთ ერთად. სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს თან პრეზიდენტი, მე მგონი ცოტა არასწორია“,-განაცხადა კალაძემ.
გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. მისივე თქმით, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანების სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული.
კომენტარები