ნუცუბიძის IV პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის კარის მეზობელი ამბობს, რომ გარდაცვლილი პირი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, ნოდარ შანიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას ჰქონდა, თუმცა მისი თანდასწრებით, მამაკაცს მედიკამენტები არ მიუღია. ნოდარ შანიძე არის პირი, რომელმაც გუშინ ინციდენტის დროს პოლიცია გამოიძახა და რომელიც შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ინტერვიუს აძლევს. არსებული ინფორმაციით, სწორედ შანიძესა და ერთერთ მეზობელს შორის დაიწყო კონფლიქტი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გუშინ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც მათივე ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე ინციდენტის მონაწილე ნოდარ შანიძე საუბრობს. ვიდეომასალაში შანიძე ამბობს, რომ ამჟამად გარდაცვლილი პირი ხშირად სვამდა და იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, რამაც შესაძლოა იმ მომენტში გულზე იმოქმედა და გარდაიცვალა.
კომენტარები