პარლამენტის შენობასთან, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე „უფლებადამცველთა ასოციაციის“ თანათავმჯდომარე მიხეილ კაჭკაჭიშვილი დააკავეს. დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. ამის შესახებ თოქშოუ „რეაქციის“ ეთერში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენლები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, მათი მოთხოვნაა სამხრე კამერით გადაღებული მასალების გასაჯაროება. აქციის მონაწილეები ასევე საპატრულო პოლიციის უფროსთან შეხვედრას ითხოვენ.
კომენტარები