მენი ბენიში, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემისრაელში საქართველო საუკეთესოდ წარადგინა.
„საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვესწრებოდი შეხვედრებს და ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ბრწყინვალედ შეძლო საქართველოშისაპარლამენტო საქმიანობის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისსაკითხები კოლეგებისთვის მიეწოდებინა.
ისრაელის მხრიდან საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ირაკლი კობახიძის ვიზიტმა ისრაელის ისთებლიშმენტს კიდევ ერთხელდაანახა, რომ ახალი პოლიტიკური კლასი საქართველოში პროგრესული და საიმედოა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინვესტიციები საქართველოში გავზარდოთ და თქვენი ქვეყნის წარმატებას ხელი შევუწყოთ”,- განაცხადა ბენიშიმ.
კომენტარები