კატალონიის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ახალი რეგიონული არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
უფრო ადრე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიაში არჩევნები 20 ოქტომბერს დანიშნა. გარდა ამისა, პუჩდემონი ადგილობრივ პარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა შემდეგ ესეც გადაიფიქრა.
21 ოქტომბერს ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რაჰოიმ განაცხადა, რომ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის ფარგლებში კატალონიის რეგიონის მთავრობას და პარლამენტს დაითხოვს. მათ უფლებამოსილებებს კი ცენტრალური ხელისუფლება შეასრულებს.
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
კომენტარები