NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

26 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 718 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკატთან გამართა.

შეხვედრაზე ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხალხთაშორისი ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იერუსალიმის მერი საქართველოში მოიწვია.

„ისრაელის სახელმწიფოში ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა.  გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები ისრაელის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, იერუსალიმის მერთან, სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან. ვისაუბრეთ  თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე და ვფიქრობთ, რომ არსებობს სერიოზული პერსპექტივა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის.

ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა იერუსალიმის მერთან გავმართეთ,  სადაც ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენ, ასევე, ვთხოვეთ იერუსალიმის მერს, რომ ეწვიოს საქართველოს და იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი შედგება, რაც იქნება ძალიან კარგი საფუძველი ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანა თავმჯდომარე ჰილიკ ბარი, რომლის თქმით, ქნესეთი ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს, ასევე, თბილისსა და იერუსალიმს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად. მისი განცხადებით, მეგობრობის ჯგუფი საქართველოს დეკემბერში ეწვევა.

„ძალიან მოხარულები ვართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მასპინძლობით, მან ისრაელში ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ისრაელის კარგი მეგობარია. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბევრი მედია საშუალება დაინტერესდა მისი ვიზიტით. მოხარულები ვართ, რომ იყო აქტიური თანამშრომლობა ინვესტირების, ინოვაციების მიმართულებით. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, გვენახა, როგორ ხდება თანამშრომლობა ქნესეთსა და საქართველოს პარლამენტს შორის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, და მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მუშაობს საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ დეკემბრის თვეში მოწვეულები ვართ საქართველოში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ასევე, საქართველოში მიწვეულია იერუსალიმის მერი, თბილისში  ისტორიული ვიზიტის განსახორციელებლად. ჩვენ ორი წლის წინ ვუმასპინძლეთ თბილისის მერს და ამ ვიზიტის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლეთ.

მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აქ იმყოფება, ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ისრაელის ქნესეთში ყველა შესაძლო მიმართულებით ურთიერთობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად იერუსალიმსა და თბილისს, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის”,- განაცხადა ჰილიკ ბარმა.

 

კომენტარები

ვიზიტი იერუსალიმის მერი ირაკლი კობახიძე ისრაელი პარლამენტის თავმჯდომარე 2017-10-26
Tags ვიზიტი იერუსალიმის მერი ირაკლი კობახიძე ისრაელი პარლამენტის თავმჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე, მისი ოჯახის წევრები და თვითმხილველები დაიკითხნენ

შემდეგი სტატია

სახალხო დამცველი ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის რეკომენდაციას აქვეყნებს

მსგავსი სტატიები

„შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი“

24 დეკ 2017
მოსამართლეთა შერჩევა – იუსტიციის საბჭოს წევრები ადვოკატებს შეხვდებიან

მოსამართლეთა შერჩევა – იუსტიციის საბჭოს წევრები ადვოკატებს შეხვდებიან

18 იან 2019
ეტყობა კლიჩკომ არ იცის, რომ სააკაშვილი რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული

ეტყობა კლიჩკომ არ იცის, რომ სააკაშვილი რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge