სირიის ტერიტორიის 90% ტერორისტული დაჯგუფებების ბოევიკებისაგან გათავისუფლებულია, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიცრებთან და პროკურორებთან შეხვედრაზე განაცხადა, ინფორმაციას eadaily.com ავრცელებს.
“კვლავ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სირიაში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას.
მათმა მამაცობამ, პროფესიულმა ქმედებებმა და გამბედაობამ შესაძლებელი გახადა სიტუაციის რადიკალურად შეცვლა.
სირიის ტერიტორიის 90% ტერორისტებისაგან თავისუფალია”, განაცხადა პუტინმა.
კომენტარები