NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, ფერმერები თხილის მოვლის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან

ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, ფერმერები თხილის მოვლის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან

26 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 342 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში თხილის მწარმოებლებს თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიები, დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები, ასევე, თხილის სექტორში არსებული ვითარება, თანადაფინანსებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში არსებული სახელმწიფო პროგრამები და საექსპორტო პოტენციალი გააცნეს.

განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან, ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, შესაწამლი პრეპარატების სწორად გამოყენების საკითხებს დაეთმო.

მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა,  სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ფერმერების ჩართულობის გარეშე სახელმწიფო აზიურ ფაროსანას ვერ გაანადგურებს. აუცილებელია, ფერმერებმა მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბები გაითვალისწინონ, ასევე  გაითვალისწინონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და აქტიურად ებრძოლონ მავნებელს“, – განაცხადა რევაზ ასათიანმა.

ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, რადგანაც აზიური ფაროსანა ახალი მავნებელია და ბრძოლის ღონისძიებებზე სრულყოფილი ცოდნაა საჭირო.

სამეგრელოს რეგიონის შემდეგ, ფერმერებთან შეხვედრები აჭარაში, გურიასა და იმერეთში გაიმართება.

 

კომენტარები

აზიური ფაროსანა აჭარა გურია თხილი თხილის ბაღი იმერეთი სამეგრელო სენაკი სეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტო 2017-10-26
Tags აზიური ფაროსანა აჭარა გურია თხილი თხილის ბაღი იმერეთი სამეგრელო სენაკი სეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დღეს სისტემა ისევ კლავს“

შემდეგი სტატია

რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დაუპირისპირდება

მსგავსი სტატიები

სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სოსო ელისაშვილი 17 მარ 2018
„შოთაძე მწვადებს ვერ შეწვავს ვილაზე, შოთაძე შეჭამს ბალანდას ციხეში“

„შოთაძე მწვადებს ვერ შეწვავს ვილაზე, შოთაძე შეჭამს ბალანდას ციხეში“

31 მაი 2018
„ახლახან სააკაშვილი დააკავა „ალფამ“

„ახლახან სააკაშვილი დააკავა „ალფამ“

09 თებ 2018

უახლესი ამბები

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge