საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურის გამოყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ჩიხიდან გაკეთებული არაადეკვატური განცხადება. მისივე თქმით, არავითარ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
„ეს არის ჩიხიდან გაკეთებული განცხადება, სამწუხაოდ პრეზიდენტი არის ჩიხში, ჩვენ ამას ვამბომდით უკვე დიდი ხანია, პრეზიდენტმა თვითონ შეიყვანა საკუთარი თავი ჩიხში და ბუნებრივია, როცა ჩიხში ხარ, ასეთ დროს აკეთებ არაადეკვატურ განცხადებებს. ყველა ვხედავთ, რომ ასეთი განცხადებები არ არის სამართლიანი, მე მარტივი რამ შემიძლია შეგახსენოთ, ქვეყნდებოდა სოციოლოგიური კვლევები, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებული კვლევებიც აქვეყნებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს და სოციოლოგიური კვლევის შედეგები დაემთხვა არჩევნების შედეგებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, თუ იყო ერთეული შემთხვევები, ამასთან დაკავშირებით შეიძლება, რა თქმა უნდა, გვქონდეს ჩვენ რეაგირება, თუმცა რაც შეეხება ადმინსიტრაციული რესურსების სისტემურ გამოყენებას, ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს“,-განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები