NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გუგული მაღრაძე: ჩვენ ასეთ ადამიანებს ხელს ვერ ვკრავდით

გუგული მაღრაძე: ჩვენ ასეთ ადამიანებს ხელს ვერ ვკრავდით

26 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 808 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საიტი on.ge აქვეყნებს ინტერვიუს  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთან, გუგული მაღრაძესთან, გთავაზობთ ამონარიდს:

“სამშაბათს, გადაცემა არჩევანში ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა “ქართულ ოცნებაში” თამაზ მეჭიაურის ნათესაური ნიშნით დანიშვნასთან დაკავშირებით. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ პარტიაში ნეპოტიზმის შესახებ? 

როცა 2012 წლის პარლამენტის დაკომპლექტებაზეა საუბარი და ვიღაცებმა მკითხეს კომპეტენტურობაზე, 2012 წელი იყო ბრძოლა. იქ უკვე ნაკლებად უყურებდნენ კომპეტენციას, უყურებდნენ ადამიანს შეეძლო თუ არა დამდგარიყო ქართული ოცნებისგვერდით და გადაეტანა ის უსიამოვნებები, რაც მოჰყვებოდა ამას. ამიტომ, ძალან დიდი არჩევანი, რომ ყველა ძალიან კომპეტენტური და ძალიან მაგარი ყოფილიყო თავისი პროფესიონალიზმით და ა.შ. მაგის შესაძლებლობა 2012 წელს არ იყო. ამან გამოიწვია ის, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება, მაღალი კომპეტენციით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ იდგნენ ჩვენ გვერდით, მოხვდნენ პარლამენტში.

ახლა თამაზ მეჭიაურზე საუბრობთ?

მე არ ვაკონკრეტებ. 2012 წელი იყო სპეციფიკური არჩევნები და რადგანაც ფაქტობრივად, ეს იყო ბრძოლა და არ იყო არჩევნები. შეიძლება, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ კომპეტენციის მაღალი დონე, მაგრამ იდგნენ ჩვენ გვერდზე. ჩვენ ასეთ ადამიანებს ხელს ვერ ვკრავდით.

2016 წელს ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, კომპეტენციის ნიშნით შეგვეყვანა ადამიანები და თუ გადახედავთ დღევანდელ პარლამენტს, საქართველოს კვალობაზე, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის პიროვნებები არიან.

ამასთან ერთად, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამომრჩეველი ირჩევს ვიღაცას და ხმას აძლევს, არ ირჩევს იმის მიხედვით, ის აუცილებლად მაღალი კომპეტენციის არის თუ არა, PHD აქვს თუ არა ეკონომიკაში და ფილოსოფიაში, ამის მიხედვით არ ირჩევს, ის ირჩევს თავის წარმომადგენელს. ასე რომ, პარლამნეტში შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი კომპეტენციის დონე, ისეთი თვისებების მქონე, რომელიც რაღაც ნაწილს მოწონს, რაღაც ნაწილს – არა.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ჩვენ ვერავინ გვეტყვის, რომ არაკომპეტენტური იყო ან პირველი მთავრობა, ან დღევანდელი მთავრობა იმიტომ, რომ საქართველოს ვითარებიდან გამომდინარე, ისინი არიან ერთ-ერთი საუკეთესო. შეიძლება, არის ვიღაც მაღალი კომპეტენციის, მაგრამ ის შენი პოლიტიკური ისეთი ოპონენტი და შენთან არანაირი თანამშრომლობა არ უნდა.

რაც შეეხება ნეპოტიზმს, საქართველოში ძალიან ძნელია, რომ წინ აღუდგე იმ გაგებით, რომ ერთი, ორი და სამი კაცი შეიძლება სადღაც გაიპაროს. ნეპოტიზმი მარტო ისე კი არ არის, ჩემი ნათესავია, და რა? იმ ნათესავს ის თვისებები უნდა ჰქონდეს, რაც სჭირდება იმ მომენტში იმ პოლიტიკურ ჯგუფს”.

ვრცლად იხილეთ აქ

 

კომენტარები

გუგული მაღრაძე თამაზ მეჭიაური ნეპოტიზმი 2017-10-26
Tags გუგული მაღრაძე თამაზ მეჭიაური ნეპოტიზმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გენიალური დამხმარე აპლიკაცია პარკირებისას

შემდეგი სტატია

აქციაზე დაკავებული მიხეილ კაჭკაჭიშვილი ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოშია

მსგავსი სტატიები

ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც გვინახავს, მაგრამ აი, ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა

ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც გვინახავს, მაგრამ აი, ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2020
BBC ქართული კერძის შესახებ – ენათესავება თუ არა პიცა ხაჭაპურს?

BBC ქართული კერძის შესახებ – ენათესავება თუ არა პიცა ხაჭაპურს?

21 ნოე 2017
IRI-ის კვლევა გვიჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა

IRI-ის კვლევა გვიჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა

ირაკლი შალიკაშვილი 06 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge