NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

26 ოქტ 2017 ახალი ამბები, სამართალი 1012 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა დაასრულა და ოთხივე მათგანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით და 376-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 03 საათზე, ბათუმში, რუსთაველისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე დისკო-კლუბ „ვოგი”-ში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ე. ბ., ე.ფ. და საქართველოს მოქალაქე მ.მ.,  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს:  ა.ა.-ს და ი.ო.-ს, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სძალავდნენ 9800 ლარს. იმავე ღამეს, დაახლოებით 03:30 საათზე, აღნიშნული პირები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს:  მ.ი.-ს, ჰ.შ.-ს, ე.ქ.-ს და ა.დ.-ს ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სძალავდნენ  დიდი ოდენობით ქონებას – 17100 ლარს. აღნიშნული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობილი იყო ამავე დისკო კლუბის მფლობელის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ.- სთვის, მან დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა  სამართალდამცავ ორგანოებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.ბ., ე.ფ. და მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და დანაშაულთა ერთობლიობით ე.ბ.-სა და მ.მ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,ხოლო ცემისთვის და თვითნებობისთვის ნასამართლევ ე.ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარი ჯარიმა  განუსაზღვრა. ამავე განაჩენით, ს.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) და  2  წლით და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

კომენტარები

ბათუმი ბათუმის საქალაქო სასამართლო საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსი 2017-10-26
Tags ბათუმი ბათუმის საქალაქო სასამართლო საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედიაში რადას დეპუტატზე თავდასხმის ვიდეო გავრცელდა

შემდეგი სტატია

რისკი თუ სიამოვნება : 120 მეტრზე ჰაერში

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

13 ოქტ 2017
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

28 სექ 2017
ბაგრამის საავიაციო ბაზასთან აფეთქებისას ქართველი ჯარისკაცი დაშავდა

ბაგრამის საავიაციო ბაზასთან აფეთქებისას ქართველი ჯარისკაცი დაშავდა

11 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge