მცხეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი გამოეხმაურა. ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების განმეორებით ჩატარება უფრო სამართლიანი იქნებოდა.
„მე მოლოდინი მქონდა, რომ სასამართლო იმ ნაწილშიც გაითვალისწინებდა არასამთავრობოების მოთხოვნას, რომ განმეორებით ჩატარებულიყო არჩევნები, მე ეს უფრო სამართლიანად მივიჩნიე, იმიტომ, რომ 4 ხმით მე მოვიგებ თუ 1 ხმით მეჭიაური, ეს მაინც სადავო თემაა. რაც შეეხება გასაჩივრებას, ეს არასამთავრობოების კომპეტენციაა, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და ვნახოთ, თუ მოხდება სააპელაციოში გასაჩივრება“,-განაცხადა ქიტესაშვილმა.
კომენტარები