NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჰააგაში კონცერტი „Georgia” გაიმართა

ჰააგაში კონცერტი „Georgia” გაიმართა

25 ოქტ 2017 ახალი ამბები, კულტურა 906 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ჰააგაში, გაიმართა „ჰოლანდიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლის”  (Netherlands Blazers Ensemble- NBE) კონცერტი სახელწოდებით„Georgia”, ანსამბლ „ანჩისხატთან” და ვირტუალურად გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად.

ღონისძიების დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. მან  მადლობა გადაუხადა ანსამბლს ქართული მუსიკით დაინტერესებისათვის და საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის  კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

მაყურებელს საშუალება მიეცა მოესმინა ქართული პოლიფონიური მუსიკის შედევრებისათვის, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკის თანხლებით.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა „NBE” ა.წ. მაისის თვეში იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მოიძია უნიკალური  ქართველი მუსიკოსები, რომლებიც ინარჩუნებენ და აახლებენ ქვეყნის ტრადიციულ მუსიკას.

საქართველოში ვიზიტის შემდეგ  ანსამბლმა  მოიწვია ქართველი  მუსიკოსები ნიდერლანდებში,  სადაც ა.წ.  ოქტომბერში,  ნიდერლანდების სამეფოს სხვადასხვა ქალაქში,  ერთობლივი კონცერტები ანშლაგებით ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, საკანონმდებლო  ორგანოსა დასაერთაშორისო/ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონცერტის დაწყებამდე  ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მიღება, რომელზეც  წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და კერძები.

კომენტარები

ანსამბლი „ანჩისხატი“ ეროვნული კონცერტი ნიდერლანდები ქართული კერძები ქართული ღვინო ხათუნა თოთლაძე ჰააგა 2017-10-25
Tags ანსამბლი „ანჩისხატი“ ეროვნული კონცერტი ნიდერლანდები ქართული კერძები ქართული ღვინო ხათუნა თოთლაძე ჰააგა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქურთისტანის მთავრობა ბაღდადთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

შემდეგი სტატია

ევროპის პირველი რესტორანი წყლის ქვეშ

მსგავსი სტატიები

საახალწლო ქალაქი სტუმრებს 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს

23 დეკ 2017
ციხეებში აღმოჩენილი ხელნაკეთი იარაღები

ციხეებში აღმოჩენილი ხელნაკეთი იარაღები

06 იან 2018
გიორგი არაბიძე „შახტარში“ ვარჯიშობს

გიორგი არაბიძე „შახტარში“ ვარჯიშობს

26 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge