თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მცხეთის სასამართლომ საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოასწორა.
„გავიმარჯვე მე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა საოლქო-საარჩევნო კომისიამ. ჩემი სტრატეგიაა ის, რომ გავალ აქედან და თითო ჭიქას დავლევ ბიჭებთან კაპოტზე“,-განაცხადა მეჭიაურმა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ მეჭიაურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 5 ბათილი ბიულეტინი ლელა ქიტესაშვილს მიეკუთვნა.
„
კომენტარები