ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ ერთერთმა წევრმა ოთარ კახიძემ. კახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ არასოწირი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკან მიდის და ცხოვრება უძვირდება ჩვენს მოქალაქეებს.
„ეროვნული ბანკი არის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი მთავრობასთან ერთად მონეტარულ პოლიტიკაზე, მაგრამ აქ ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ ამ ტენდენციას. აქ მთავარი ის არ არის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვა თუ არ მოვა ან მორიგ განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ, რომ ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი ან საგარეო ფაქტორების ბრალი გახდება ფინანსთა მინისტრის განცხდებით ეს ყველაფერი, ამას მნიშვენლობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ყველაფერი მიდის უკან, მათ შორის უფასურდება ლარი და უძვირდება ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს“,-განაცხადა კახიძემ.
კომენტარები