საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა News One-თან ინტერვიუს დროს განაცახდა.
„ჩვენ ახლა ამ საბუთებს გავასაჩივრებთ. რას გვეტყვიან, უცნობია, რადგან ისინი არც ერთ ნორმას არ იცავენ. მაგრამ ჩვენ შეგვაქვს სარჩელი მათი ქმედებების წინააღმდეგ, რათა შემდეგში მათ არ თქვან, რომ ჩვენი ვადა ამოიწურა. ჩვენ საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეგვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს ოდესის სააკაშვილს მოქალაქეობის ჩამორთმევის დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა. .
კომენტარები