თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საზოგადოებას გუშინ, „არჩევანის“ ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშს უხდის.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალამ უნამუსობის ყველა ზღვარს გადააჭარბა, ყველას ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებისთვის-ნერვები ვერ მოვთოკე…
p.s. წინასწარ არ ვიცოდი, რომ ამ შოუს მოწყობას აპირებდნენ, მიწვეული ვიყავი არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ, ოღონდ, არა ამ არსებასთან“, – წერს მეჭიაური.
კომენტარები