თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე დღეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდება. საუბარი სამომავლო გეგმებს შეეხება. „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატის ბექა დავითულიანის განცხადებით, განხილული იქნება საკრებულოსა და მერიაში ოფიციალურად შესვლამდე გადასადგმელი ნაბიჯები.
„გამარჯვებული მერობის კანდიდატი ხვდება საკრებულოს მომავალ უმრავლესობას, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებს, საკრებულოსა და მერიაში ოფიციალურად შესვლამდე, რა ნაბიჯებია განსახორციელებელი, პირველადი რა საქმეებია გასაკეთებელი და დასაჯამებელი, შესვლის შემდეგ კომუნიკაციის რა ფორმები იქნება, როგორი იქნება თანამშრომლობის ძირითადი ფორმები“,-განაცხადა დავითულიანმა.
კომენტარები