NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი იზრდება

იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი იზრდება

25 ოქტ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 892 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ლევან დავითაშვილმა იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტთან, ტეტსუია საკამოტოსთან და ქართული კივის მწარმოებელი კომპანიის „ნერგეტა“ თანადამფუძნებელთან, კონსტანტინე ვეკუასთან შეხვედრაზე იაპონიაში ქართული კივის ექსპორტის მზარდი ტენდენციის საკითხი განიხილა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება მეხილეობის სექტორის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, იაპონიის ბაზარი საქართველოსთვის საინტერესოა და ქართული კივის იაპონურ ბაზარზე გამოჩენა მნიშვნელოვანია.

იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტის, ტეტსუია საკამოტოს განცხადებით, საქართველოში კივის კულტურას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რადგან კლიმატური პირობები სრულად შეესაბამება საექსპორტო კივის კულტურის განვითარებას.

„ქართული წარმოების კივი არის შესანიშნავი ხარისხის. თუ კივის შაქრიანობის საკითხს შევეხებით, რაც მისი საგემოვნო თვისებების განმსაზღვრელია, იაპონურ კივთან შედარებით  ქართულში შაქრიანობა 1,5 პროცენტით მაღალია. შარშან იაპონიაში პირველად  ჩავიტანეთ ქართული კივი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ვფიქრობ, წელს საქართველოდან იმპორტირებული კივის მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება.  მოთხოვნიდან გამომდინარე ვგეგმავთ, იაპონიაში კივის ექსპორტი გავზარდოთ“, – განაცხადა იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტმა, ტეტსუია საკამოტომ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნერგეტამ“ კივის საცდელი პარტია იაპონიის ბაზარზე 2016 წელს შეიტანა. მიმდინარე წელს კი, დაახლოებით 100 ტონა კივის ექსპორტისთვის ემზადება.

 

კომენტარები

ექსპორტი იაპონია კივი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2017-10-25
Tags ექსპორტი იაპონია კივი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს ხვდება

შემდეგი სტატია

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა

მსგავსი სტატიები

„გიორგი სალაყაია საზოგადოებას ატყუებს, ის არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი“

„გიორგი სალაყაია საზოგადოებას ატყუებს, ის არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი“

სოსო ელისაშვილი 19 მარ 2018
„ევროკავშირი ყველაზე ნაკლებად ელოდება ასეთ სტატისტიკას საქართველოდან, ამიტომ შოკირებულები არიან“

„ევროკავშირი ყველაზე ნაკლებად ელოდება ასეთ სტატისტიკას საქართველოდან, ამიტომ შოკირებულები არიან“

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018
საპროტესტო აქცია პარლამენტთან ერთი საათის დაგვიანებით დაიწყება

საპროტესტო აქცია პარლამენტთან ერთი საათის დაგვიანებით დაიწყება

10 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge