მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ზაქარია ქუცნაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, თიანეთი არ იმსახურებს ლოთ და კორუმპირებულ მერს.დეპუტატის განცხადებით, მისი გამოსასწორებელია ის შეცდომა, რომელიც მან 2012 წელს დაუშვა.
„ნეპოტიზმი აქ არაფერ შუაში არ არის, როცა პოლიტიკაში გაშანტაჟებენ და როცა არჩევანის დიაპაზონი ფართო არ გაქვს, გიწევს კომპრომისზე წასვლა და უამრავი კომპრომისი გვინახავს ჩვენ, რაც დაგვიშვია პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს. ეს იყო კომპრომისი, რომელმა კომპრომისმაც სავალალო შედეგები გამოიღო, აჩვენა, რომ ჩვენ მაშინდელ შანტაჟს არ უნდა დავქვემდებარებოდით. ჩემი გამოსასწორებელი ხდება ის შეცდომა, როემლიც მე დავუშვი 2012 წელს, ეს ხომ ჩემი პროფესიაა, რომ ვუმკურნალო პრობლემებს. თიანელები არ იმსახურებენ კორუმპირებულ და ლოთ ადამიანებს მმართველობაში. ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ და ვიბრძოლებთ სამართლებრივი გზით ბოლომდე“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.
კომენტარები