NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»გიორგი რამიშვილი CNBC-ის ეთერში ბათუმში „სილქ თაუერის“ პროექტს აანონსებს

გიორგი რამიშვილი CNBC-ის ეთერში ბათუმში „სილქ თაუერის“ პროექტს აანონსებს

25 ოქტ 2017 ბიზნესი 999 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

20 ოქტომბერს „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი, ამერიკული CNBC-ის მაღალრეიტინგული ღია ეთერის სტუმარი იყო, CNBC-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტის და გადაცემა „ფაუერ ლანჩის“ წამყვანის, მიშელ კარუზო-კაბრერას, მიწვევით. გადაცემის პროფილია ეკონომიკა, ბაზრები, პოლიტიკა, უძრავი ქონება, ტექნოლოგიები და ა.შ. „ფაუერ ლანჩი“ წარუდგენს მაყურებელს CNBC-ის ბიზნესის ახალი ამბების სრულ სპექტრს და მის სტუმრებს შორის არიან მსოფლიოს ბიზნესის და პოლიტიკის ლიდერები (www.cnbc.com/power-lunch-cnbc).

რამიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია ააშენებს ბათუმში ცათამბჯენს „სილქ თაუერის“ სახელწოდებით, იმ არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით, რომელიც დონალდ ტრამპთან და ტრამპის ორგანიზაციასთან იყო შეთანხმებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტის პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელთანაც გაფორმდა სავალდებულო ძალის მქონე მემორანდუმი.

ტრამპის ორგანიზაციასთან სალიცენზიო ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის დასაწყისში მხარეთა შორის შეთანხმებით მოხდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად იქნა არჩეული.

„ეს იყო ახალი რეალობა. ბატონი ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ეს უკვე განსხვავებული სიტუაცია იყო და ჩვენ ერთობლივად, ორივე მხარის კეთილი ნებით, შევთანხმდით ამ ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მჯერა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი შენობის თემა, ჩემთვის ეს იყო უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები, რაც, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ერთი შენობა.  ახლა დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს და ვაშენებთ ცათამბჯენს, სილქ თაუერის სახელწოდებით, ბატონი დონალდ ტრამპის და ჩემი ერთობლივი ხედვით, ზუსტად იმ არქიტექტურული კონცეფციით, რომელიც დამტკიცებული  იყო ბატონი ტრამპის და ტრამპის ორგანიზაციის მიერ 2012 წელს მისი საქართველოში ვიზიტის დროს, და მე მჯერა, რომ  ეს სუპერ-წარმატებული პროექტი იქნება“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

[R]

კომენტარები

ბათუმი გიორგი რამიშვილი ტრამპ თაუერი ტრამპი 2017-10-25
Tags ბათუმი გიორგი რამიშვილი ტრამპ თაუერი ტრამპი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქუცნაშვილის განცხადება არ არის უბრალო განცხადება, რომელიც შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს“

შემდეგი სტატია

„4 ხმით მე მოვიგებ თუ 1 ხმით მეჭიაური, ეს მაინც სადავო თემაა“

მსგავსი სტატიები

“ვხედავთ იმასაც, რომ ჩვენს ახლო სამეზობლოს ქვეყნების ვალუტებს ისე არ განუცდია დევალვაცია, როგორც ჩვენს ლარს”

“ვხედავთ იმასაც, რომ ჩვენს ახლო სამეზობლოს ქვეყნების ვალუტებს ისე არ განუცდია დევალვაცია, როგორც ჩვენს ლარს”

ნინო ჩხეიძე 25 მარ 2020
Air France საქართველოში ფრენებს იწყებს

Air France საქართველოში ფრენებს იწყებს

10 დეკ 2018
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერია

თამუნა 26 მარ 2021

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge