Toronto Police
ტორონტოს პოლიციამ 19 წლის ინგუი ვანგი დააკავა , უკანონო და არალიცენზირებული კოსმეტიკური ქირურგიული ჩარევისთვის. გოგონას ერთ-ერთმა კლიენტმა უჩივლა, რომელსაც პროცედურის შემდეგ ინფექცია შეეჭრა.
თინეიჯერი საქმიანობის შესახებ რეკლამას სოციალურ ქსელებში ავრცელებდა და თავს ექიმ კიტის – “Dr. Kitty” უწოდებდა. კოსმეტიკური პროცედურები არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, გოგონას სარდაფში მიმდინარეობდა. 19 წლის ვანგმა კლიენტს “face filler” შეუყვანა. პაციენტს ინფექცია განუვითარდა და მდგომარეობა გაურთულდა, რასაც პროფესიონალი ქირურგის ჩარევის აუცილებლობა მოჰყვა.
კანადის პოლიციამ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ჯერ უცნობია ახალგაზრდა ვანგმა სარდაფში რამდენი პაციენტი მიიღო.
getty
კომენტარები