67-ე საჯარო სკოლაში პედაგოგები ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დირექტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი თავად დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, განათლების მინისტრს გადაწყვტილება უკვე მიღებული აქვს და მარიამ თავართქილაძე დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებულია, თუმცა ამ ინფორმაციას სამინისტროში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
„დოდო კეზუა თუ წავა სკოლიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი პედაგოგი არ უნდა შედიოდეს ამ სკოლაში, იმიტომ, რომ დოდო კეზუას ძალიან დიდი დამსახურება აქვს 67-ე სკოლის წინაშე. მე არ ვაპირებს გაკვეთილებზე შესვლას და თუ არ მიიღებს სამინისტრო გადაწყვეტილებას, მე თვითონ დავწერ განცხადებას“,-განაცხადა 67-ე სკოლს პედაგოგმა ცირა ნაყეურმა.
კომენტარები