67-ე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მარიამ ჯაშის განცხადებით, შიდააუდიტმა დაასრულა საფუძვლიანი მოკვლევა სკოლაში და განათლების სამინისტროს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც სკოლაში ხდება შიდადაპირისპირება, რის გამოც მომხდარა საკადრო ცვლილებები. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შიდააუდიტმა დაასრულა მოკვლევა, დეტალურად, საფუძვლიანად ხდება ობიექტური სურათის დადგენა და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,-განაცხადა ჯაშმა.
ცნობისთვის, 67-ე საჯარო სკოლაში პედაგოგები ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დირექტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი თავად დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
კომენტარები