„ქალთა მოძრაობა“ ითხოვს, რომ ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება კანონით აიკრაძლოს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის დამფუძნებელმა ბაია პატარაიამ პარლამენტში ხელმოწერები შეიტანა. ორგანიაცია მოითხოვს, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.
„მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროება საქართველოში არის მწვავე პრობლემა და ამაზე დღეს უკვე ძალიან ბევრი ქალი საუბრობს საჯაროდ, ჩვენმა პარლამენტმა დღემდე არ მიიღო არანაირი რეგულაცია სექსუალური შევიწროების ასაკრძალად. იმისთვის, რომ დეპუტატებს შევახსენოთ საკუთარი მოვალეობა, რომ მიიღონ ის კანონები, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო საზოგადოებისათვის, ჩვენ კიდევ ერთხელ შევაგროვეთ პეტიცია, რამდენიმე დღეში შეგროვდა 1000 ხელმოწერა სიმბოლურად და შემოვიტანეთ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, იმიტომ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი“,-განაცხადა პატარაიამ.
კომენტარები