„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, არჩევნების მასობრივ გაყალბებასთან ერთად, საუბედუროდ ჩადენილია სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო ფაქტი.
„ივანიშვილ-ბოკერია-თარხან-მოურავის ალიანსი გაურიგდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ სეპარატისტულ ორგანიზაციებს და ხმების სანაცვლოდ, დღეს, სამველ პეტროსიანის ჯგუფი, რომლის მიზანია, ამ კუთხის საქართველოდან საბოლოოდ მოწყვეტა, ოფიციალურად მოღვაწეობს თვითმმართველობის ორგანოებში.
მოვუწოდებ ცესკოს, ნუ შერჩენიათ ოდნავ მაინც პატრიოტიზმის ნატამალი, ადამიანობის ელემენტები, შეკრიბონ და თვითონ გააუქმონ სრულად გაყალბებული არჩევნების შედეგები, სადაც არც სომეხს და არც ქართველს არაფერი არ ჰკითხეს.
რომელი ჭუათმყოფელი დაიჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ სომეხმა ამომრჩევემლა ხმა მისცა თარხან-მოურავს, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა თავი წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლად და როდის იყო, რომ ისლამის ფუძემდებლებს სომხები ხმას აძლევდნენ“,-განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები