მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, პარტიის მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ის მზად იყო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად.
„მიუხედავად იმ ზეწოლებისა ბოლო დღებში ჩემზე და ჩემს მომხრეებზე, მარტვილელებზე, ამომრჩევლებზე ზემოქმედებისა, მე მაინც ყველანაირად მზად ვიყავი, რომ მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურში. პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამის თაობაზე და როცა ანალიზი გავაკეთე მეც ამ ზეწოლების ფონზე, რაც ხორციელდებოდა, ვთვლი, რომ არ მინდა ამხელა დარტყმები მიიღოს ხალხმა, რომელიც ყოველთვის მზად იყო იმისათვის, რომ ებრძოლა და არ მინდა, რომ ეს არჩევნები გახდეს მათზე ზემოქმედების ძალიან სერიოზული მომენტი და აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად მეც დავეთანხმე შემდგომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას“,-განაცხადა დანელიამ.
კომენტარები