ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიის სამხრეთ რეგიონში ავიადარტყმები განახორციელეს, რომლის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ 12 წევრი იქნა ლიკვიდირებული. ინფორმაციას ორგანიზაცია The Syrian Observatory for Human Rights (SOHR) ავრცელებს. ავიადარტყმები ქალაქ დარაას მახლობლად განხორციელდა.
NEWSru Israel-ის ინფორმაციით, ავიადარტყმები სავარაუდოდ 23 ოქტომბერს განხორციელდა. SOHR-ი წერს, რომ დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაციის ოთხი საველე მეთაური.
კომენტარები