„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ცალკეული პარტიების სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც უმრავლესობის მიდგომებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.
„ამ არჩევნებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ქვეყანაში შედგა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და ამან სტაბილური ხასიათი მიიღო, ეს არის ჩვენთვის ძალიან ღირებული. რაც შეეხება მეორე ტურში ცალკეული პარტიების არმონაწილეობას, ეს მათი სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილია და ამ შემთხვევაში ჩვენზე, ჩვენს კანდიატებზე ან ჩვენს მიდგომაზე ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს“,-განაცხადა სესიაშვილმა.
კომენტარები