OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოხსენებას ავრცელებს. როგორც მოხსენებაშია ნათვამი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ამავე დროს, მისია საუბრობს როგორც ამომრჩევლებზე, ასევე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზეც.
„21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ. არჩევნების ეფექტიანმა ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიზუსტემ პროცესის ხარისხიანად წარმართვას შეუწყო ხელი.
მთლიანობაში არჩევნების კონტექსტი მმართველი პარტიის დომინირების ფონზე იყო ფორმირებული. ადგილი ჰქონდა როგორც ამომრჩევლებზე, ასევე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებს, და რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს.
მიუხედავად იმისა, რომ მედია საშუალებები სხვადასხვა პარტიებთან აფილირდებოდნენ, მედიის მზარდმა თავისუფლებამ და აქტიურობამ პოლიტიკური დებატების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მთლიანობაში კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა ხმების დათვლის დროს მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა“, – წერია მოხსენებაში.
მოხსენების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოდ აქ.
კომენტარები