მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია გადაიყვანენ თუ არა საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიზნით აბესაძეს ჰოსპიტალში. მისივე განცხადებით, აბესაძის ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ექიმების მიერ მიღებული დასკვნის შემდეგ მოხდება, ამის შესახებ news.ge-ს ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გაანუცხადა.
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით აიღო.
კომენტარები