ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან მედიას განუცხადა, პირველადი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ. ეს მაჟორიტარული ოლქებია: #29 ყაზბეგის, #35 ხაშურის, #36 ბორჯომის, #60 ოზურგეთის, #59 ქუთაისის და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქები. ასევე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში გაიმართება (დანარჩენ ქალაქებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.) თუ მონაცემები არ შეიცვალა, მეორე ტურში მონაწილეობას „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები მიიღებენ.
ხმები ასე გადანაწილდა:
- გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27%;
- გიორგი ჭიღვარია – „ქართული ოცნება“ – 49%;
კომენტარები