NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

23 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 165 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

თეა წულუკიანმა  და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შალვა ხუციშვილმა საზოგადოებას არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება მიულოცეს. მშვიდობიანად და მაღალ დონეზე არჩევნების ჩატარებისთვის კომისიამ ცესკო-სა და საარჩევნო სუბიექტებს მადლობა გადაუხადა.

კომისიის წევრებმა მთავარი პროკურატურისა და შსს-გან მოისმინეს ინფორმაციია 19 ოქტომბერს  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.  როგორც სხდომაზე შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნეს, გამოძიების ამ ეტაპზე იკვეთება, რომ ინციდენტს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

გარდა ამისა, მთავარი პროკურატურის პირველმა მოადგილემ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნოდ მოსახლეობის მხარდაჭერისთვის დმანისში ადგილობრივთა „ყურანზე” დაფიცებასთან დაკავშირებით. როგორც წინა სხდომაზე მომჩივანმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა მომხდარი ფაქტი და შესაბამისი რეკომენდაცია მიიღო, მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონია; დღევანდელ სხდომაზე კი პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინასაგამოძიებო მოქმედებების დროს გამოიკითხა ყველა პირი, ვისაც კი ამ პროცესთან რაიმე შეხება ჰქონდა და დადგინდა, რომ  „ყურანზე” დაფიცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, კომისიამ განიხილა არჩევნების დღეს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი ვაშაძის მხარდამჭერი ტექსტის დაგზავნის საკითხი. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, უშუალოდ არჩევნების დღეს სააგიტაციო შეტყობინების დაგზავნის საკითხი შეისწავლოს როგორც ცესკო-მ, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

გარდა ამისა, კომისიამ იმსჯელა პარტიების წარმომადგენელთა მიერ სამაგიდო სიებზე წვდომისა და მოსული ამომრჩევლის აღრიცხვის შესახებ. აღინიშნა, რომ პარტიული საქმიანობის ნაწილია კოორდინატორთა მუშაობა საარჩევნო უბნის მიმდებარედ, თუმცა,  პარტიის აქტივი სამაგიდო სიებში არ უნდა ამოწმებდეს მონაცემებს და  ამ სიებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს.

გარდა ამისა, კომისიამ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიისგან მიიღო  ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალების ჩამოხევის, გადაფარვისა და დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია.

უწყებათაშორისმა კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი განცხადებებიც განიხილა, რომლებიც შესაძლო ზეწოლის და სააგიტაციო მასალის დაზიანების − პლაკატების ჩამოხევის ან მასზე სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატის გადაკვრის ფაქტებს უკავშირდებოდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ყველა იმ საკითხს, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა სუბიექტებმა უწყებათაშორის კომისიას მიმართეს, უკვე მოჰყვა რეაგირება; ისინი შს სამინისტროს, მთავარ პროკურატურას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, აუდიტის სამსახურსა და ცესკო-ს გადაეგზავნა. ამ უწყებების წარმომადგენლებმა უწყებათაშორის კომისიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების თაობაზე.

გარდა კომისიის წევრების მიერ შემოტანილი განცხადებებისა, სხდომაზე ის შესაძლო დარღვევებიც განიხილეს, რომლებიც უწყებათაშორისმა კომისიამ მედიაში გავრცელებული მასალის მონიტორინგის ფარგლებში მოიპოვა. მედიაში გავრცელებული შესაძლო დარღვევების ფაქტებზე რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება და ისინი შესაბამის უწყებებს ეგზავნება. ამდენად, უწყებათაშორის კომისიას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის საშუალება ჰქონდა, მათზე რეაგირების შესახებაც მიეღო ინფორმაცია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი – 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.

კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

 

კომენტარები

თეა წულუკიანი იუსტიცია იუსტიციის სამინისტრო სხდომა უწყებათასორისი კომისია 2017-10-23
Tags თეა წულუკიანი იუსტიცია იუსტიციის სამინისტრო სხდომა უწყებათასორისი კომისია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ავარიის დროს დაშავებულ „საჩხერის ჩიხურას“კაპიტანს ოპერაცია უტარდება

შემდეგი სტატია

„საზოგადოების დიდ ნაწილზე ხელისუფლება ახორცილებს სერიოზულ ზეწოლას“

მსგავსი სტატიები

გახარიას წარდგენა პრემიერის პოსტზე ჩვენი საზოგადოებისთვის შეფურთხებაა – გაერთიანებული ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი დღეს შევიკრიბოთ პარლამენტთან

გახარიას წარდგენა პრემიერის პოსტზე ჩვენი საზოგადოებისთვის შეფურთხებაა – გაერთიანებული ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი დღეს შევიკრიბოთ პარლამენტთან

ირაკლი 03 სექ 2019
სამსუნგმა galaxy note 9 წარადგინა

სამსუნგმა galaxy note 9 წარადგინა

10 აგვ 2018

„ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია“

11 დეკ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

  • მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

    მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

  • შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

    შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

  • ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

    ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

  • ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

    ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

  • 8 მილიონი გირვანქა თანამშრომლებს საშობაო პრემიის სახით

    8 მილიონი გირვანქა თანამშრომლებს საშობაო პრემიის სახით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge