უწყებათაშორისი კომისია 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია. უმრავლესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები უწყებათაშორის კომისიას არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერის ლევან ნატროშვილის განცხადებით, მათვის საინტერესოა, რა რეაგირება მოჰყვა სხვადასხვა სარჩევნო ოლქში ზეწოლის ფაქტებს საგამოძიებო უწყების მხრიდან.
„მოვისმენთ ინფორმაციას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდებოდა წინასაარჩევნოდ. საუბარია ზეწოლის ფაქტებზე სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, მოვისმენთ საგამოძიებო უწყებების ინფორმაციას თუ რა რეაგირება მოხდა ამ შემთხვევებზე“,-განაცხადა ნატროშვილმა.
კომენტარები