რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ეთნიკური ძალადობის შედეგად მიანმარის და ბანგლადეშის საზღვარზე 600,000 როჰინჯა მუსლიმი აფარებს თავს, რის გამოც რეგიონში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისია. როჰინჯას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბურმის არმია იჭრება მათ სოფლებში და კლავს, ცემს და ძალადობს მათზე. თავად ბურმის სახელმწიფოს მეთაურები კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ რომ ეს ძალადობა ტერორისტების პროვოცირებულია.
მიანმაში ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს საგანგებო მომხსენებლის, იანგი ლი მიიჩნევს, რომ ჯარისკაცების თავდასხმები, „დიდი ალბათობით“, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს:
1.
ქალი, რომელიც დაუძლურებულია წაიქცა. როჰინჯა ლტოლვილი ხის ნავით ბანგლადესში ჩავიდა. ოქტომბერი 1, 2017. REUTERS
2.
როჰინჯა მუსლიმებმა ბანგლადეშის საზღვარზე 4 დღე გაატარეს, ისინი თავიანთ ტვირთს ლტოლვილთა ბანაკში ეზდებიან. 19 ოქტომბერი, 2017.
3.
როჰინჯელი გოგონა, რომელიც ტირის. მათ სიცხეში ბრინჯის მინდვრებს გავლა მოუხდათ. 16 ოქტომბერი, 2017
4.
ათასობით ლტოლვილი როჰინჯელი ძლიერ სიცხეში ბრინჯის მინდვრების გადაკვეთას ცდილობს. ოქტომბერი 9, 2017
5.
როჰინჯელი მამაკაცი, რომელმაც პალანგ ხალის საზღავრი გადაკვეთა. ოქტომბერი 16, 2017.
6.
როჰინჯელი ლტოლვილები მდინარე ნაფის გადაკვეთისას. 16 ოქტომბერი, ბანგლადეში.
7.
როჰინჯელმა ლტოლვილებმა მდინარე ნაფი გადაკვეთეს. ბანგლადეში 16, 2017.
8.
ხალიდა, სამი შვილის დედა, 18 ოქტომბერი, 2017 ბანგლადეში.
9.
როჰინჯელი ლტოლვილი კლდიდან ბანაკს გადაჰყურებს. ბანგლადეში, 2017 წლის 27 სექტემბერი.
10.
როჰინჯელი მუსლიმი ბავშვები, რომლებიც გადავიდნენ ბურმაში, 2017 წლის 25 სექტემბერს ბულუხალის ლტოლვილთა ბანაკი, ბანგლადეში.
11. 
როჰინჯელი მუსლიმი გოგონა კოჰიმა ჰატუნი, რომელმაც გადაკვეთა ბურმა და საჭმელი მიაქვს ლტოლვილთა ბანაკში. 18 ოქტომბერი, ბანგლადეში.
12.
ბალუხალის ლტოლვილთა ბანაკში ახლადჩამოსული ლტოლვილი გოგონა. აქ დასახლებული როჰინჯები ცოტა ხნის წინ გამოექცნენ მიანმაში დაწყებულ სამხედრო ტერორს. 24 სექტემებრი, 2017.
13.
ლტოლვილი ბავშვი როჰინჯიდან, რომელიც ქოლერას ვაქცინას იღებს. პროექტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მოხალისეების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით განხორციელდა. 2017 წლის 11 ოქტომბერი.
14.
ჰასინას თერთმეტი თვის ვაჟს მწვავე პნევმონია დაუდგინეს. 4 ოქტომბერი 2017.
15.
როჰინჯელი გოგონა ბანაკში სექტემებერი 28, 2017.
16.
იმედგაცრუებული როჰინჯელი მამაკაცების ჩხუბი, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას დიდხანს ელოდნენ. 13 ოქტომბერი 2017.
17.
ადამიანები ბამბუკის ხიდზე. 2017 წლის 13 ოქტომბერი.
18.
მაღაზია, რომელიც სანთლის შუქით ნათდება. ოქტომბერი 13, 2017.
19.
მამაკაცი ბანგალდეშიდან ეხმარება როჰინჯელ ქალს. 30 სექტემებრი, 2017
20.
ლტოლვილი ქალი ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდება. ოქტომბერი 5, 2017
21.
როჰინჯელი მამაკაცი ალი ჰუსაინი ბალუხალის ლტოლვილთა ბანაკში თავის დამ რკინის ჯაჭვით დააბა. ოქტომბერი 15, 2017. ჰუსაინის უფროსი დის თქმით, ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ ძმა საფრთხისგან დაეცვა. ხათუნის თქმით, ჰუსაინი სკოლის ყოფილი მასწვალებელი იყო, რომელიც ბურმის სამხედროების მიერ, მისი ცოლ-შვილის მკვლელობას შეესწრო. ამის შემდეგ კი მის ძმას ფსიქიკური პრობლემები აქვს.
22.
11 წლის როჰინჯელი ლტოლვილი აზიდა ბეგამი, რომელსაც ორი ტყვია მოხვდა მხარსა და ფეხზე ბურმის სამხედრობმა ეს მაშინ ჩაიდინეს, როდესაც გოგონას დედა მოკლეს სოფელ ბურმაში. აზიდა ახლა ბებიასთან ერთად ცხოვრობს, მამა კი წლების წინ გარდაეცვალა. ოქტომბერი 10, 2017.
23.
როჰინჯელი ლტოლვილი ოჯახის წევრის დაკრძალვაზე. ოჯახის წევრების თქმით, ის ბურმის სამხედროებმა მოკლეს. სექტემბერი 29, 2017.
24.
ახალდაბადებული როჰინჯელი ბავშვი. ფოტო ბანაკის სამედიცინო ცენტრშია გადაღებულია. ოქტომბერი 15, 2017.
25.
პატარა გოგონა აგროვებს ხის ნაჭრებს. ოქტომბერი 7, 2017.
26.
ძლიერი წვიმის დროს როჰინჯელ ბიჭს მოაქვს წყალი .ოქტომბერი 12, 2017
27.
ფოტოზე ხედავთ როჰინჯელი მუსლიმ ბიჭს, შეიხ აჰმადს, რომელმაც Associated Press-ის ფოტოგრაფის კითხვას, თუ რატომ ტიროდა, ასე უპასუხა: ,,მე ვტირი ჩემი სამშობლოს გამო“.
გამოყენებული წყაროები :Reuters, AP.
კომენტარები