ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დემოკრატიული სტანდარტების მაგალითი უწოდა.
ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმალონდონში, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე სესიის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დემოკრატიული სტანდარტების მიმართ საქართველოს ერთგულებამ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამკვირას საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში”, – აღნიშნა დანკანმა.
საკუთარ გამოსვლაში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მიესალმება საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმებს და მთავრობის ოთხ პუნქტიან გეგმას, რომელიც, მისი განცხადებით ქვეყნის დემოკრატიულგანვითარებას და ეკონომიკურ ზრდას ემსახურება.
„ჩვენ ახლოდან ვადევნებდით თვალყურს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმებს, მხარს ვუჭერთ ქვეყანას კონსენსუსის მიღწევასა და მნიშვნელოვანიცვლილებების გატარებაში. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ოთხ პუნქტიან რეფორმის გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის განვითარებას, ისევე როგორც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაციას.
„კარგი მმართველობის ფონდის” დახმარებით,გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მსხვილი ინვესტიციები საქართველოში, რაც ემსახურებოდა პრაქტიკული დახმარების გაწევას, მათშორის საჯარო ადმინისტრირების, კრიზისის მართვისა და საგადასახადო რეფორმის სფეროში” – განაცხადა სერ ალან დანკანმა.
ლონდონში დღეს საზეიმოდ გაიხსნა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული უორდროპის დიალოგის 4-ე შეხვედრა. ღონისძიებისმონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და თავდაცვისმინისტრმა ლევან იზორიამ.
კომენტარები