პოლიტსაბჭო დღეს გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მეორე ტურებში. პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ განწყობილია საბრძოლველად.
„ჩვენ საბრძოლველად ვართ განწყობილები, კონკრეტულად ეს ბრძოლის როგორი მეთოდები იქნება, აქციები, მეორე ტურები თუ რაიმე სხვა ფორმა ჩვენი საქმიანობისა, ამას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო, რომელიც შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებებს“,-განაცხადა ბარამიძემ.
პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზეა დანიშნული. მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.
კომენტარები