NDI–ის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო გარემო შეაფასა. NDI-ისსადამკვირვებლო დელეგაციის განცხადებით, არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შემდგომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა.
„თბილისი – არჩევნების დღემ, ძირითადად, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიების წევრებმა, პარტიების აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპებისადმი თავიანთი ერთგულებისდამტკიცება. საკანონმდებლო და საარჩევნო რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან მეტწილად თანხვედრაში იყო.
NDI-ის დამკვირვებლების შეფასებით, მივლენილ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დროულადან მცირე შეფერხებებით დაიწყო. დღის განმავლობაში კონკრეტულ უბნებზე ხმის მიცემისპროცედურები უმეტესწილად დაცული იყო და ხმების დათვლის პროცესმაც, ძირითადად,მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა. თუმცა NDI-ის დამკვირვებლებმა პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს, რაც კომისიის წევრების მხრიდანპროცედურების არასათანადო ცოდნასა და პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების დათვლის პროცესში ჩარევას უკავშირდებოდა.
ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, უბნების უმეტესობაზე ხმის მიცემის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოყოფენ მარნეულში დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებსა და ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლების პირადი ნომრების ამოწერის გავრცელებულ შემთხვევებს. ასევე, აღსანიშავია, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს.
ოპოზიციური პარტიების ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ
პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს,” – აცხადებს NDI.
კომენტარები