ცენტრალრი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურები 6 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურები უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
„საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, მათგან ერთი არის თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, დანარჩენი არის თვითმმართველი თემი, ეს არის თემის მერის ასარჩევად. ამ ქალაქებში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეორე ტურები უნდა გაიმათოს კანონმდებლობის თანახმად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა“,-განაცხადა მიქელაძემ.
კომენტარები