კატალონიის თვითმმართველი ხელისუფლება ესპანეთის ცენტრალური მთავრობის მოთხოვნებს არ დაემორჩილება თუ მადრიდი რეგიონის ავტონომიას გააუქმებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება კატალონიის თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა.
ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ მადრიდი კატალონიის ადგილობრივ მთავრობას გადააყენებს, ხოლო მის პარლამენტს ბევრ თავისუფლებებს შეუზღუდავს. ამის შემდეგ კი რეგიონული არჩევნები ჩატარდება, სადაც ახალი ადგილობრივი მთავრობა იქნება არჩეული.
როგორც BBC წერს, კატალონიის პარლამენტი უახლოეს მომავალში შეიკრიბება, რათა საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელოს. არ არის გამორიცხული მათ დაამტკიცონ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაცია.
კომენტარები