დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომელიც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ იძულებული ვარ, ეს შეფასება გავაკეთო, მან უკვე მესამედ მოგვპარა ხმები, მან ჩაყო ხელი ყუთებში და ჩვენი ხმები მოიპარა, ამის შესახებ „დემოკრტიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე ზუსტად ვიცოდი, რა დავალება ჰქონდა გაცემული ბიძინა ივანიშვილს და რა არის მისი სურვილი, რომ მე გავქრე პოლიტიკური არენიდან ჩემს თანაგუნდელებთან და ასიათასობით ადამიანთან ერთად. ვერ ეღირსებით, მე არ წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე არ მოვაშორებ თქვენი სახით, პრობლემას და თავის ტკივილს საქართველოს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად.
მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ვიცოდით, რომ გაცემული იყო საგანგებო ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ უნდა გადაგველახა 3%-იანი ბარიერიც კი და ამის ამოცანა იყო ის, რომ ჩვენ ნახსენები არ ვყოფილიყავით არსად, ჩამონათვალშიც კი. ცესკოში და მედიასაშუალებებში ჩვენი პარტია მოიხსენიება ჩამონათვალის შემდეგ „და სხვებში“. ეს იყო ივანიშვილის ამოცანა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა- ბურჯანაძე“ არ ყოფილიყო ხშირად ხსენებული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ვერ ეღირსებით ბატონო ბიძინა, დღეს თუ არა ხვალ პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწევთ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
კომენტარები