თამაზ მეჭიაური თიანეთის ოლქის შედეგებს გაასაჩივრებს. შედეგების ცვლილებასთან დაკავშირებით განმარტებები ცესკომ ბრიფინგზე გააკეთა. ცესკო-ს ინფორმაციით, მეჭიაური ერთი ხმით იგებდა, რის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე მოხდა ბათილი ბიულეტენების გადათვლა და 5 ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად. ხუთივე ბიულეტენში ამომრჩეველი ხმას მმართველი გუნდის კანდიდატს აძლევდა, შედეგად, ლელა ქიტესაშვილმა 4 ხმით მოიგო.
კომენტარები